ფეხბურთი

11:55 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძე ნახევარფინალში, “ოთელოსის” ქართველები თასს გამოეთიშნენ

ნიქოზიის “ომონია”, რომელშიც მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე გამოდის, კვიპროსის საფეხბურთო თასის 1/2-ფინალში ითამაშებს.

ნიქოზიელებმა პირველი შეხვედრა სახლში მეორე დივიზიონის “კარმიოტისასთან”, რომელშიც მარჯვენაფლანგელი ლევან მაღრაძე ირიცხება, 2:0 მოიგეს, ხოლო ოთხშაბათს საპასუხო მატჩში სტუმრად 5:0 გაიმარჯვეს.

18 თებერვალს ჩატარებულ თამაშში ლობჟანიძემ მოედანზე 90 წუთი დაჰყო და 27-ე წუთზე გააფრთხილეს. მაღრაძემ დამარცხებულთა რიგებში 2 ტაიმი დაჰყო.

“ოთელოსი”, რომლის ღირსებას მეკარე როინ კვასხვაძე, ნახევარმცველები ელგუჯა გრიგალაშვილი და ლევან ხმალაძე იცავენ, თასის გათამაშებას გამოეთიშა.

“ოთელოსმა” პირველი თამაში სახლში ლარნაკას აეკ-თან 1:1 ითამაშა, ხოლო 18 თებერვალს სტუმრად 0:4 წააგო. “ოთელოსის” ქართველი ლეგიონერებიდან ლარნაკაში ჩატარებულ მატჩში მხოლოდ კვასხვაძემ ითამაშა.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 28-ე ტურში, “ფეირენსემ” სახლში “პორტიმონენსეს” 2:1 აჯობა. მეკარე გიორგი მაკარიძემ ამჯერადაც მასპინძელთა სათადარიგო შემადგენლობაში იყო. “ფეირენსეს” 43 ქულა აქვს და 24 გუნდში მე-8 ადგილზეა.

0.117359