როგორც express იუწყება, ინგლისური კლუბები, ლონდონის “არსენალი” და “ლივერპული”, პსჟ-ს არგენტინელი ფეხბურთელის ეზეკილ ლავესის შეძენით დაინტერესდნენ, თუმცა ამავე წყაროს ცნობით, უფრო რეალური სამხრეთ ამერიკელის იტალიაში დაბრუნებაა, სადაც მოთამაშემ “ნაპოლის” მაისურით რამდენიმე წარმატებული სეზონი ჩაატარა.
29 წლის ფეხბურთელი 2007-დან 2012-მდე ნეაპოლელთა კლუბში თამაშობდა. 2012 წელს კი 26 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ პარიზულ კლუბში განაგრძო კარიერა.
ლავესიმ მიმდინარე სეზონის საფრანგეთის ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.