ჩემპიონთა ლიგაზე “შალკესთან” გამარჯვების შემდეგ მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ჟურნალისტებს ესაუბრა.
“პირველი გოლის შემდეგ ჩემი გუნდის ფეხბურთელები უფრო თავისუფლად მოქმედებდნენ. მთელი მატჩის განმავლობაში თამაშს ვაკონტროლებდით, რაც გამარჯვებისთვის აუცილებელი ფაქტორია” – აღნიშნა მწვრთნელმა.
“მარსელომ გოლის გატანა მარჯვენა ფეხით მოახერხა, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო. კმაყოფილი ვარ ბეილის თამაშით. გარეტი კარგ სათამაშო კონდიციებში იმყოფება. ის ცდილობდა შეტევაში უფრო ეფექტურად ეთამაშა, თუმცა სისწრაფის სათანადო განვითარებას ვერ ახერხებდა, რადგან მინდორი არ იყო კარგ მდგომარეობაში”, - დაასრულა ანჩელოტიმ.
მადრიდის “რეალი” “შალკესთან” საპასუხო მატჩს “სანტიაგო ბერნაბეუზე” 10 მარტს გამართავს.