უმაღლესი ლიგის კლუბების პარალელურად საკადრო ცვლილებები განხორციელდა პირველი ლიგის გუნდებშიც. ხარაგაულის “ჩხერიმელამ” 21 წლის მცველი ბაგრატ კოღუაშვილი დაიმატა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი 2012-2013 და 2013-2014 წლების სეზონში ტყიბულის “მეშახტეში” თამაშობდა. ამპლუით ცენტრალური მცველი შეტევაში შედეგიანი თამაშით გამოირჩეოდა, “მეშახტეს” მაისურით 38 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.
ხარაგაულის “ჩხერიმელა” პირველი ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია, იმერული კლუბი ბ ზონაში 14 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.