კალათბურთი

21:10 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონმა ჯორდანს გადაასწრო

ორშაბათს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ყველა ვარსკვლავის” მატჩი გაიმართა. “დასავლეთის” გუნდმა “აღმოსავლეთი” 163:158 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში ლებრონ ჯეიმსმა “აღმოსავლეთის” გუნდს 30 ქულა შესძინა. “მეფემ” “ოლ სტარში”მონაწილეობა მეთერთმეტედ მიიღო. “ოლ სტარების” ისტორიაში ჯეიმს 278 ქულა დაუგროვდა. ხოლო ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს, რომელსაც 17 თებერვალს 52 წელი შეუსრულა, “ყველა ვარსკვლავის” მატჩებში 262 ქულა აქვს ჩაგდებული.

გთავაზობთ “ოლ სტარების” საუკეთესო მექულეებს:

  1. კობი ბრაიანტი (14-ჯერ ითამაშა “ოლ სტარზე”) - 280 ქულა
  2. ლებრონ ჯეიმსი (11 ) - 278
  3. მაიკლ ჯორდანი(13) - 262
  4. ქარიმ აბდულ-ჯაბარი (18) - 251
  5. ოსკარ რობერტსონი (12) - 246

0.123867