“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის ბრენდან როჯერსის განცხადებით, “ბეშიქთაშის” წინააღმდეგ უეფას ევროპის ლიგის მატჩში გუნდს სტივენ ჯერარდი ვერ დაეხმარება.
“ჯერარდის თამაში გამორიცხულია, სტივენს მუხლის მყესები აქვს დაზიანებული”- განაცხადა როჯერსმა.
ბრიტანული მედიის ცნობით, ჯერარდმა შესაძლოა 3 კვირა გამოტოვოს.
ევროპის ლიგის 1/16-ფინალური მატჩი “ლივერპულსა” და “ბეშიქთაშს” შორის 19 თებერვალს 24:00 საათზე დაიწყება







