ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი ლონდონის “არსენალის” ახალგაზრდული გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნება. ამის შესახებ ინგლისური გამოცემა “მირორი” იუწყება. 38 წლის ანრი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ორი თვის წინ დაასრულა, უეფასგან შესაბამის ლიცენზიას აიღებს და ლონდონში დაბრუნდება.
ახალგაზრდული გუნდის შემდეგ კი ალბიონელი ჟურნალისტების ვარაუდით, მას მთავარი გუნდის გაწვრთნასაც მიანდობენ.
ტიერი ანრის კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ “მეთოფეთა” შემადგენლობაში აქვს გატარებული და გუნდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Midi titi mwvrtnelad mainc imushave shen tamashs mainc vegar vuyureb awi au martla magra momenatra anris tamashis yureba
ტიერიშეეე .. მაგრა მევასებოდა < # 3
შე ყველაზე მაგაროოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!
ტიტი!
წარმატებები
ანრიი, მაგარი კაცია... იმედია ვენგერსაც შეცვლის მალე
+