საქართველოს ნაკრების ცენტრ ზაზა ფაჩულიას, შესაძლოა, “მილუოკი ბაქსში” კონკურენტი გამოუჩნდეს. USA Today-ს ცნობით, კლუბი ინტერესს თურქი ენეს კანტერის მიმართ იჩენს.
მცირე ხნის წინ, კანტერმა იუტელებს გაცვლის თხოვნით ოფიციალურად მიმართა. “ჯაზში” მზად არიან მის მსურველთა წინადადებები განიხილონ, ოღონდ, სანაცვლოდ რომელიმე ახალგაზრდა მოთამაშის და მომავალი დრაფტის პირველ რაუნდში არჩევანის მიღება სურთ.
მიმდინარე სეზონში თურქ კალათბურთელს ცუდი საშუალო მაჩვენებლები ნადვილად არ აქვს: 13.8 ქულა და 7.8 მოხსნა 27.1 წუთში.