სხვა

13:42 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანის ოფიციალური ვიზიტი ესპანეთში

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი 11-14 თებერვალს ესპანეთში, ბასკონიის მხარეში იმყოფებოდა. ოფიციალური ვიზიტის მიზანი სპორტული ცენტრების მონახულება და მსგავსი კომპლექსების საქართველოში აშენების შესაძლებლობის განხილვა იყო.

მინისტრთან ერთად ესპანეთში იმყოფებოდნენ თბილისის ვიცე-მერი ალუდა გოგლიჩიძე და დედაქალაქის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე.

ქართულმა მხარემ არაერთი ცენტრი მოინახულა: მენდისოროტაში მდებარე „ალავესის" კომპლექსი, ბეტი ხაი პელოტას დარბაზები, იბაიონდოს არენები, ბასკონიის ჭერქვეშა ცენტრი და გამაჯანსაღებელი კლუბი, ფერნანდო ბუესტას სახელობის სპორტული არენა.

თითოეული ნაგებობა მულტიკომპლექსურია და სპორტის რამდენიმე სახეობას იტევს: კალათბურთს, ჩოგბურთს, საწყლოსნო სახეობებს, მეკლდეურობას, ხელბურთს, ფეხბურთს, სქვოშს, ასევე სატრენაჟორო დარბაზებს. ყველა ნაგებობა უმაღლეს დონეზეა კეთილმოწყობილი და სპორტსმენთა გარდა მოყვარულებსაც ემსახურება, რაც ცხოვრების ჯანმრთელი წესის დამკვიდრებას ხელს უწყობს.

ქართველ სტუმრებს ქალაქ ვიტორია-გასტეისის მერმა ხავიერ მაროტომ და ალავესის შტატის გუბერნატორმა ხავიერ დე ანდრესმა უმასპინძლეს, „სასკი ბასკონიას" გენერალურმა მენეჯერმა ხესუს ვასკესმა და „ალავესის" ტექნიკურმა სპეციალისტმა ინიაკი ურკიხომ კი სტუმრებს დავწრილებით გააცნეს მსგავსი კომპლექსების მუშაობის სპეციფიკა და უპირატესობები.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.116673