ფეხბურთი

12:51 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “მიუნხენში მოვიგებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, “შახტართან” ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის (0:0) შემდეგ, გამოუყენებელ მომენტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი შემდეგ ეტაპზე აუცილებლად გავა.

“მაყურებელმა კარგი მატჩი იხილა. ჩვენ შევქმენით რამდენიმე რეალური მომენტი, რომ ანგარიში გაგვეხსნა, მაგრამ სამწუხაროდ შანსები ვერ გამოვიყენეთ. როგორც დავგეგმეთ, “შახტარის” შემტევები ალექს ტეიშეირა და დუგლას კოშტა გავანეიტრალეთ. რაც შეეხება ალონსოს, მან კარგად ითამაშა, მსაჯის გადაწყვეტილებას კი არ ვეთანხმები. მიუნხენში მოვიგებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ”- გვარდიოლას სიტყვებს Tribuna.com ციტირებს.

უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარების გამო, ამ გუნდების დაპირისპირება სამშაბათს დონეცკის ნაცვლად ლვოვში გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა. მიუნხენში განმეორებითი შეხვედრა 3 მარტს ჩატარდება.

0.128246