მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გელზერკირხენის “შალკესთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
“ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება კარგია და შევეცდებით კარგად ვიასპარეზოთ. მოტივაცია აქაც მაღალი გვაქვს, ისევე როგორც პრიმერადივიზიონში. ლა ლიგაში პირველ ადგილზე ვიმყოფებით, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონები ვართ და შევეცდებით ტიტული დავიცვათ. მადრიდის “ატლეტიკოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ, სიტუაცია სწრაფად შემოვატრიალეთ. “დეპორტივოს” წინააღმდეგ რონალდუ კარგ ფორმაში იყო. მას კარგა ხანია არ გაუტანია, მაგრამ აქვს შანსი მალე ყველაფერი გამოასწოროს. ამ სეზონში იგივე ოცნება გვაქვს, გვინდა ლიგა კვლავ მოვიგოთ. ისტორია გვეუბნება, რომ ეს რთულია, მაგრამ შევეცდებით.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
აღნიშნული გუნდების დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე მესამე იქნება. წინა ორი შეხვედრა 2013/14 წლების სეზონის მერვედფინალში გაიმართა. “სამეფო გუნდმა” “ხუმარები” ჯამში 9:2 დაამარცხა.