ფეხბურთი

12:03 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბლანი: “მოურინიო ცოტათი ირონიული იყო”

“პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ლონდონის “ჩელსისთან” ფრედ (1:1) დასრულებული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მის ფეხბურთელებს მეტოქის ყველა მოთამაშე უნდა გაეკონტროლებინათ.

“ამ მატჩში განსხვავებული გრძნობები დამეუფლა. შეხვედრისთვის შესანიშნავად მოვემზადეთ და “ჩელსიმაც” წინასწარ დაგეგმილი შეასრულა. ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, ლონდონელები აქ გოლის გასატანად ჩამოვიდნენ და ისინი ამ გოლს მხოლოდ მცველს უნდა უმადლოდნენ. ფოკუსირებულები აზარზე და ვილიანზე ვიყავით და ყველა ფეხბურთელის გაკონტროლება გვმართებდა. მატჩის შემდეგ მე და ჟოზემ ვისაუბრეთ, ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ, მაგრამ როცა მითხრა, რომ ჩვენ შეგვიძლია ტურნირების მოგება, სადაც კი ჩართულნი ვართ, ვიცი მოურინიო ცოტათი ირონიული იყო. მას ჩვენზე ძალიან უნდა ტიტულის ტრიუმფატორობა.” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

პარიზში გამართულ შეხვედრაში ანგარიში ბრანისლავ ივანოვიჩმა 36-ე წუთზე გახსნა, ხოლო ედინსონ კავანიმ მატჩის საბოლოო ანგარიში 54-ე წუთზე დააფიქსირა. მომდევნო შეხვედრა ამ გუნდებს შორის 11 მარტს “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართება.

0.134508