12-13 თებერვალს, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრები, თბილისის მერიის დაფინანსებით მოსკოვში საერთაშორისო შეჯიბრზე “მოსკოვის უშუს ვარსკვლავი” იმყოფებოდა.
5 სპორტსმენისგან დაკომპლექტებულმა საქართველოს ნაკრებმა 15 სახეობაში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა უშუისტებმა ჯამში 8 მედალი მოიპოვეს: 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ჩემპიონის ტიტულს დავით გულისაშვილი დაეუფლა, რომელმაც ასევე 1 ბრინჯაოს მედალი აიღო.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის მსვლელობისას, ევროპის უშუს ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ვერულიძეს მიენიჭა მე-4 დანი, რომელიც მას ევროპის უშუს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გლებ მუზრუკოვმა გადასცა.
შეჯიბრებაზე იმყოფებოდნენ ქართული დიასპორას წარმომადგენლები ზაზა ტერტერაშვილის ხელმძღვანელობით. ქართველი უშუისტები ტურნირზე ფედერაციის პრეზიდენტ – გიორგი ვერულიძის ხელმძღვანელობით გამოვიდნენ, მოსკოვში მსაჯად იყო მიწვეული ლაშა სუმბულაშვილი.
ქართველი უშუისტების შედეგები მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე
დავით გულისაშვილი (თბილისი) – 1 ოქრო, 1 ბრინჯაო
ჯემალ ირემაძე (ქობულეთი) – 3 ვერცხლი
მიხეილ იაროშენკო (თბილისი) – 2 ბრინჯაო
ანა კიკნაძე (თბილისი) – 1 ბრინჯაო
www.msy.gov.ge