ფეხბურთი

18:10 | 17.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილს გრიპის ვირუსი შეეყარა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ბელგიის “გენკს” გაურკვეველი დროით გამოაკლდა.

voetbalnieuws.be-ს ინფორმაციით, ოქრიაშვილს გრიპის ვირუსი შეეყარა, რომელიც ამჟამად მთელ ბელგიაშია გავრცელებული. ქართველს ორშაბათს არ უვარჯიშია და უცნობია მოედანს როდის დაუბრუნდება.

ორშაბათს საღამოს ოქრიაშვილის “გენკისა” და ბელგიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელთა უესლი სონკმა ტელეგადაცემა “ექსტრა ტაიმში” გაარიტიკა. მისი თქმით, ოქრიაშვილი გუნდური მოთამაშე არაა და ამიტომ, სათადარიგოთა სკამზე უნდა იჯდეს.

ბოლო ორ საშინაო მატჩში “ვესტერლოსთან” და “ბევერენთან” ოქრიაშვილმა შეცვლაზე ითამაშა.

0.115451