თამაზ ჩარგეიშვილის კარიერას ლიტვურ საფეხბურთო კლუბ “შიაულიაეში” გააგრძელებს. ამის შესახებ “შიაულიაეს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ჩარგეიშვილითვის ლიტვის A ლიგაში (უმაღლესი ლიგა) თამაში უცხო არაა. ის 2013 წელს “ბანგაში” გამოდიოდა, ხოლო 2014-ში კლაიპედას “გრანიტასში”.
26 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონი პოლონეთის მეორე ლიგის “სიერკაში” დაიწყო, სადაც 4 მატჩი ჩაატარა.
მოსამზადებელ პერიოდში ჩარგეიშვილმა “შიაულიაეში” 3 ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.