ჩოგბურთი

14:56 | 17.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანტალიაში მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

გაირკვა იმ მეტოქეთა ვინაობა, რომლებიც ქართველ ჩოგბურთელთა პირისპირ დადგებიან თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაწყებულ 10-ათასიან ტურნირზე.

პირველ ნომრად განთესილი ეკატერინე გორგოძე ძალებს “უაილდ ქარდის” მქონე თურქ იასმინ გულმანთან მოსინჯავს, ხოლო მე-3 რეიტინგით მოასპარეზე სოფო ქვაცაბაია ბელგიელ კიმბერლი ციმერმანს გაეჯიბრება. ეს მატჩები 18 თებერვალს გახლავთ დაგეგმილი.

წყვილთა შეჯიბრში ქართველი ჩოგბურთელები მონაწილეობას არ მიიღებენ.

0.125297