“პარი სერ ჟერმენის” ნახევარმცველი ტიაგო მოტა დღეს ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინაური ეტაპის პირველ მატჩს გამოტოვებს.
იტალიელმა ფეხბურთელმა “კაენის” წინააღმდეგ პსჟ-ს ბოლო მატჩში მონაწილეობა წვივის ტრავმის გამო ვერ მიიღო. ნახევარმცველმა სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა აღნიშნულ შეხვედრამდე ვერ მოასწრო. იტალიელის აგენტმა თვითერის მეშვეობით განაცხადა, რომ ტიაგო ყველაფერს ეცადა, თუმცა თამაშის შანსი არ აქვს.