ფეხბურთი

13:21 | 17.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალავერდაშვილი “ზავიშასთვის” შეუტევს

გიორგი ალავერდაშვილი კარიერას პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას აუტსაიდერ “ზავიშაში” გააგრძელებს. ამის შესახებ “ზავიშას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

“მსოფლიო სპორტი” იუწყებოდა, რომ 27 წლის ქართველი თავდამსხმელი ხსენებულ კლუბში ისინჯებოდა, ხოლო საბოლოოდ პოლონელებმა მასთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ექსტრაკლასას საშემოდგომო ეტაპის შემდეგ, “ზავიშა” 16 გუნდში 10 ქულით ბოლო ადგილი უკავია.

ალავერერდაშვილმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესლიგელ რუსთავის “მეტალურგში” გაატარა.

0.117954