“პარი სერ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის “ჩელსისთან” მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“ჩვენი მდგომარეობა იდეალურთან ახლოს არაა, მაგრამ მოთმინება გვმართებს. ვიმედოვნებ, დავეყრდნობით ისეთ ტაქტიკას, რომელიც დიდებული გუნდის წინააღმდეგ გაამართლებს. მომავალ შეხვედრაში ბრწყინვალე “ჩელსის” სიმშვიდე უნდა დავურღვიოთ.
ყველა გუნდი რამდენიმე ლიდერზეა დაყრდნობილი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩვენთან ერთ-ერთი მათგანია. მისი დიდებული თამაში გვჭირდება, რათა შანსი მივცეთ გოლი გაიტანოს. მარკო ვერატიმაც უნდა დაამტკიცოს საკუთარი სიძლიერე, სწორედ ასეთ, მნიშვნელოვან შეხვედრებში. გასულ სეზონში ჩვენი გუნდების დაპირისპირებისას ლონდონელებმა სტუმრად გაიტანეს, ჩვენ ვერ შევძელით იგივე და საბოლოოდ მათ მოიგეს. ორივე გუნდს ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს და ყველაფერია მოსალოდნელი”, - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში პსჟ-მ შინ “ჩელსი” 3:1 დაამარცხა, ხოლო “სტემფორდ ბრიჯზე” 0:2 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. აღნიშნული გუნდების დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.