ფეხბურთი

2:00 | 17.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ეიბარი” დაღმასვლას განაგრძობს

ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა “იპარუაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ეიბარმა” “ელჩე” მიიღო და დიდი უპირატესობის მიუხედავად დამარცხდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე გავიდა. სტანდარტული მდგომარეობიდან ალბაკარმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ჯონათასმა აჯობა და თავური დარტყმით თავის მეცხრე გოლი გაიტანა ლა ლიგაში. “ელჩემ” ზედიზედ მეორედ იმარჯვა და გასავარდნ ზონას ოთხი ქულით მოშორდა.

სამაგიეროდ, კრიზისშია გაისკა გარიტანოს გუნდი. “ეიბარმა” ბოლო ოთხი შეხვედრა მიჯრით წააგო და მეათე ადგილამდე დაქვეითდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ მატჩში მეორედ გააძევეს ბასკთა იტალიელი ფორვარდი პიოვაკარი. მან ორივე შემთხვევაში წითელი ბარათი პირდაპირ მიიღო.

ეიბარი – ელჩე 0:1 (0:0)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, რ.ნავასი, ანიბარო, კასტელიანო (ლეკიჩი 81), ბოვედა, ბორხა (ნიეტო 74), დ.გარსია, ლარა, არუაბარენა, ბერხონი (კაპა 46), პიოვაკარი.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

ელჩე (4-2-3-1): ტიტონი, ლომბანი, ალბაკარი, როკო, დ.სუარესი, ა.გონსალესი, პასალიჩი, ვ.როდრიგესი (კორო 90), ფაჟრი (გ.როდრიგესი 86), ა.ნიგუეზი (გალვეზი 94), ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ეკრიბა

გოლი: ჯონათასი 50.
გაფრთხილებები: ბერხონი, ირურეტა, არუაბარენა – პასალიჩი
გაძევება: პიოვაკარი 78.
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 18(7)-6(2), ჯარიმა: 13-12, კუთხური: 5-3, თამაშგარე: 5-1, სეივი: 1-7

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 28. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 26. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 17. კარლოს ბაკა (“სევილია”) -13. ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”) - 12.

თეგებილა ლიგა
0.109771