ფეხბურთი

1:35 | 17.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ინგლისის თასის 1/4-ფინალში “არსენალს” ეთამაშება

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის თასის მერვედფინალში ქვედალიგელ “პრესტონთან” მძიმე ბრძოლა გადაიტანა და მართალია, პირველმა გაუშვა, ანდერ ერერას, მარუან ფელაინის და უეინ რუნის გოლების წყალობით, 3:1 მოიგო.

იუნაიტედი ბოლო მეოთხედფინალისტი შეიქმნა, ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ შემდეგ რაუნდში ლონდონის არსენალს გაეჯიბრება. სხვა წყვილები ასე დაკომპლექტდა: “ლივერპული” – “ბლექბერნი”, “ბრედფორდი” – “რედინგი”, “ასტონ ვილა” – “ვესტ ბრომვიჩი”.

0.115588