ფეხბურთი

22:38 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: “კარიერის დასრულება ჯერ კიდევ შორსაა”

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ ესპანურ ABC-ის ინტერვიუ მისცა, რომელშიც ლეგენდარული ფეხბურთელი საინტერესო თემებს შეეხო. პირლომ აღნიშნა, რომ “მილანიდან” აბარგება სწორი გადაწყვეტილება იყო, ხოლო კარიერის დასრულებას ახლო მომავალში არ აპირებს.

ჩემპიონთა ლიგა – “ევროპაში წარმატებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ფინალში მეტოქედ კი “რეალს” ვისურვებდი”

ფეხბურთი – “ყველაფერი დაიწყო ჩემი ძმით, რომელიც ჩემზე სამი წლით დიდია. ჩემი იდეალი რობერტო ბაჯო იყო. აგრეთვე ლოთარ მათეუსი, რომელიც “ინტერის” ლიდერი იმ პერიოდში იყო, როცა მე “ნერაძურის” ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი”

“მილანიდან” “იუვენტუსში” – “მილანში” გატარებული ერთი ათეული წლის შემდეგ, ჩემი კარიერა ცვლილებებს მთხოვდა. “იუვენტუსი” სწორი არჩევანი იყო. აქ მოვიგე ზედიზედ სამი სკუდეტო და ახლა მაქვს შანსი მეოთხეს მოგების”.

მასიმილიანო ალეგრი – “სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს “მილანიდან” ალეგრის გამო წავედი. ეს მხოლოდ ჩემი არჩევანი იყო”.

პოლ პოგბა – “პოგბას ყველაფერი აქვს. ტექნიკა, ფიზიკურად ძლიერია, გოლის გატანის ალღო. მას შეუძლია ეპოქის შექმნა”.

ალვარო მორატა – “თავიდან ცოტა გაუჭირდა, მაგრამ შესვენების შემდეგ თამაშობს, როგორც დიდი თავდამსხმელი”.

კარიერის დასასრული – “ახლა უფრო მოტივირებული ვარ, ვიდრე 15 წლის ასაკში. კარიერის დასრულება ჯერ კიდევ შორსაა”.

ანდრეა პირლომ ფეხბურთის თამაში მილანის “ინტერში” დაიწყო, თუმცა “ნერაძურიმ” ფეხბურთელში დიდი მომავალი ვერ დაინახა და რამდენჯერმე იჯარით გასხვისების შემდეგ, 2001 წელს თანაქალაქელ “მილანს” მიჰყიდა. მილანში მან ზუსტად 10 წელი გაატარა, 2011 წლიდან დღემდე კი ტურინის “იუვენტუსის” ლიდერია.

0.111658