ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Kicker-მა ბუნდესლიგის 21-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე მიუნხენის "ბაიერნიდან" მოხვდა. მიმდინარე სეზონში ტურის საუკეთესო გუნდში მეშვიდედაა წარდგენილი არიენ რობენი, ხოლო ტომას მიულერს ეს პატივი მეხუთედ ერგო.
სიმბოლურში არიან ტურის გმირები ბას დოსტი და სონი. ჰოლანდიელმა "ლევერკუზენის" კარში ოთხი გოლი გაიტანა, ხოლო სამხრეთ კორეელმა "ვოლფსბურგს" ჰეთ-თრიკი შეუსრულა.
21-ე ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: ტრაპი ("აინტრახტი")
მცველები: ლუკიმია ("ვერდერი"), ვეირინია ("ვოლფსბურგი"), ბერნატი ("ბაიერნი");
ნახევარმცველები: რუდი ("ჰოფენჰაიმი"), სონი ("ლევერკუზენი"), როისი ("დორტმუნდი"), გიოტცე, რობენი (ორივე "ბაიერნი");
თავდამსხმელები: მიულერი ("ბაიერნი"), დოსტი ("ვოლფსბურგი").