ჩოგბურთი

20:50 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

11 წელიწადზე უფრო ნაყოფიერი 14 თვე

როტერდამის ტურნირის ფინალში ჩეხი ტომაშ ბერდიხის 4:6, 6:3, 6:4 დამარცხების შემდეგ შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ კარიერის მეცხრე ტიტული მოიგო. ბოლო 14 თვის განმავლობაში სტენმა ავსტრალიის ღია პირველობა, მონტე კარლოს “მასტერზ1000” და როტერდამის АТР 500 შეჯიბრებაში იმარჯვა. ბოლო წელიწადისა და 2 თვის განმავლობაში ვავრინკამ 5 ტიტული მოიპოვა, როდესაც პროფესიული კარიერის საწყისი 11 წლის განმავლობაში მხოლოდ 4 ტურნირზე იმარჯვა.

სტენ ვავრინკა პროფესიონალი ჩოგბურთელი 2002 წელს გახდა.

აქვე შეგახსენებთ, როტერდამის შარშანდელ შეჯიბრებაზე პირველობა ბერდიხმა დაისაკუთრა.

0.112838