ფეხბურთი

18:06 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთმა” “გურია” დაამარცხა

“ევგრაფი შევარდნაძის” სახელობის სტადიონზე ლანჩუთის “გურიასა” და ფოთის “კოლხეთს” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. გამარჯვება სტუმარმა გუნდმა მოიპოვა (1:3). შეხვედრაში ანგარიში ფოთელმა ფეხბურთელებმა გახსნეს, “კოლხეთი” 21-ე წუთზე 19 წლის ლევან შენგელიას გოლით დაწინაურდა. 35-ე წუთზე შოთა ჯიქიამ სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ომარ გოგონაიას გოლით ანგარიში 0:3 გახდა. 73-ე წუთზე მოსიაშვილმა “კოლხეთის” კარში ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

“გურია”: თებიძე, ჭეიშვილი, ბელოვი, ცინცაძე, მჭედლიშვილი, ინგოროყვა, კოშკაძე, სიხარულია, შალამბერიძე, კონოვალოვი, შეველი.

მეორე ტაიმში ცვლილებაზე გამოვიდნენ: ბენაშვილი, ისიანი, გაბრიჭიძე, კილაძე, მოსიაშვილი, ღაღანიძე, მათიაშვილი.

“კოლხეთი” : სეფიაშვილი, კილასონია, ჩადუნელი, თევზაძე, ლ.კაკულია, გოგონაია, თ.კაკულია, გურეშიძე, ამბროლაძე, შენგელია, ჯიქია

0.127582