საფრანგეთის ლიგა ნაციონალის (მე-3 ლიგა) ლიდერ “პარიზის” სასტარტო შემადგენლობაში ამირან სანაიას დებიუტი შედგა.
“პარიზი” სტუმრად “რედ სტართან” 1:2 დამარცხდა და 25 წლის ქართველმა მარცხენა მცველმა 90 წუთი ითამაშა. “პარიზი” მე-3 ლიგის 18-გუნდიან სატურნირო ცხრილის სათავეში 37 ქულით იმყოფება.
რუსეთის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის (პირველი დივიზიონი) თასის მე-3 ტურში “ტოსნომ” მახაჩყალის “ანჟისთან” 0:1 წააგო. მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ დამარცხებულებში სრულად ითამაშა. მეკარე ნუკრი რევიშვილი და თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე “ტოსნოს” მთავარმა მწვრთნელმა დაასვენა. რუსეთის მოქალაქე მცველი გურამ თეთრაშვილი თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო.