ფეხბურთი

17:04 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფოფხაძე კვლავ მინსკის “დინამოში” ვარჯიშობს

გიორგი ფოფხაძე, რომელმაც საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე ბოლნისის “სიონში” გაატარა, მინსკის “დინამოს” შემადგენლობაში თურქეთში ემზადება.

28 წლის მარცხენა მცველმა ბელარუსულ კლუბს პირველად 5 თებერვალს მიაკითხა და გარდა რამდენიმე დღე ვარჯიშისა, სამხრეთკორეულ “პჰოჰან სტილერზთან” ამხანაგური მატჩიც ითამაშა.

9 თებერვალს “დინამო” მინსკში დაბრუნდა და 12 თებერვალს ისევ თურქეთს მიაშურა, სადაც ფოფხაძე შეუერთდა.

მინსკელებს თბილისის “დინამოს” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩეხი დუშან უჰრინი-უმცროსი წვრთნის.

0.113991