ფეხბურთი

16:51 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსა” “ფიორენტინას” თავდამსხმელს აკვირდება

იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტის” ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” ფლორენციის “ფიორენტინას” 21 წლის თავდამსხმელის ხუმა ბაბაქარის შეძენა სურს. შაბათს, სერია A-ს მატჩს “სასუოლოსა” და “ფიორენტინას” შორის, კატალონიელთა ახალი სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა ესწრებოდა და იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, იგი სწორედ სენეგალელ ფორვარდს აკვირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ბაბაქარმა დუბლი შეასრულა. სულ კი მიმდინარე სეზონში მას 16 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი. “იებთან” კონტრაქტი ბაბაქარს 2016 წლამდე აკავშირებს.

0.113314