ფეხბურთი

16:02 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “მესი ჩემი საუკეთესო მეგობარია”

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა შემტევმა ნეიმარმა, კვირას “ლევანტესთან” მოგებული მატჩის (5:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ლიონელ მესი მისი საუკეთესო მეგობარია.
“ლევანტესთან მატჩის შედეგით ძალიან გახარებული ვარ, ჩვენ ახლა სწორ გზაზე ვდგავართ და ასე უნდა გავაგრძელოთ.
რაც შეეხება მესის, ის მსოფლიოში საუკეთესოა და მიხარია, რომ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, როგორც მოედანზე ისე მოედნის გარეთ”, - განაცხადა ნეიმარმა
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა “ლევანტეს” წინააღმდეგ მატჩში თავი მე-17 წუთზე გამოიჩინა და ანგარიში გახსნა. ბრაზილიელმა შემტევმა პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში “ბარსას” მაისურით 20 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლის გატანა მოახერხა.

0.11179