ჩოგბურთი

14:53 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა სარეიტინგო ცვილებები

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ისევ სოფო შაფათავას გააჩნია. მართალია, მან 4 პოზიცია დათმო, თუმცა, 231 ქულით 201-ე ადგილზე იმყოფება. სულ, კლასიფიკაციაში 8 ქართველი გოგონაა:

210 (206). სოფო შაფათავა – 23 ქულა; 321 (320). ეკატერინე გორგოძე – 111; 373 (387). სოფო ქვაცაბაია – 87; 527 (531). ოქსანა კალაშნიკოვა – 45; 693 (694). მარიამ ბოლქვაძე – 23; 899 (902). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 12; 1118 (1112). თამარ კუტუბიძე – 5; 1209 (1206). თამარ ჭალაგანიძე – 3;

მიმდინარე კვირაში გორგოძე და ქვაცაბაია თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაწყებულ მორიგ 10-ათასიან ტურნირში ითამაშებენ. რაც შეეხება კალაშნიკოვას, ის არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ დუბაის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 513 000 დოლარი) წყვილთა შეჯიბრში გაირჯება.

კალაშნიკოვა ხორვატ დარია იურაკთან გახლავთ შეამხანაგებული და პირველ რაუნდში ძალებს მე-8 ნომრად განთესილ უნგრულ-ფრანგულ (ბაბოში-მლადენოვიჩი) დუეტთან მოსინჯავს.

აქვე, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგსაც გაგაცნობთ, რომელშიც 6 ქართველია: 163 (164). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 310 ქულა; 545 (547). ალექსანდრე მეტრეველი – 59; 870 (870). გიორგი ცივაძე – 18; 1221 (1220). გიორგი ჯავახიშვილი – 6; 1430 (1427). ალექსანდრე ბაკში – 3; 1720 (1722). ირაკლი მეტრეველი – 1;

ისიც ვთქვათ, ბასილაშვილს კარიერის საუკეთესო მაჩვენებლამდე სულ რაღაც 6 ადგილი აშორებს. საქართველოს პირველი ჩოგანი 157-ე ადგილზე მიმდინარე წლის 12 იანვრის კლასიფიკაციაში იმყოფებოდა.

0.1105