ლევან ყენიამ თითის ტრავმა მოირჩინა და პრაღის “სლავიას” რიგებში ითამაშა. პრაღელებმა ამხანაგურ შეხვედრაში “ჟიჟკოვი” 3:0 დაამარცხეს და ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა პირველი ტაიმი ჩაატარა. მან ტრავმის გამო წინა ორი სპარინგი გამოტოვა.
რუსეთის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის (პირველი დივიზიონი) პირველ ტურში ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” ასტრახანის “ვოლგართან” 2:4 წააგო. მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი ხაბაროვსკელების სასტარტოში იყო და 37-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ერთი ბურთით შემაცირა – 1:2. მან მე-10 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 77-ეზე შეცვალეს. რუსეთის მოქალაქე ნახევარმცველმა გუჯა რუხაიამ “სკა-ენერგიაში” ორი ტაიმი ჩაატარა, ხოლო ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელებული გოგიტა გოგუა 18-კაციან განაცხადში არ იყო.
“კუოპიონ პოლოსეურამ”, რომელსაც მიმდინარე ზამთარში ირაკლი სირბილაძე შეემატა, სახლში “ლაჰტისთან” 1:2 წააგო. ქართველი თავდამსხმელი 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
თამაზ პერტიას გაწვრთნილმა რიგის “სკონტომ” ამხანაგურ შეხვედრა ტალინის “ფლორასთან” 3:4 წააგო. ტალინელთა შორის ზაქარია ბეგლარიშვილმა პირველი ტაიმი ჩაატარა, ხოლო ირაკლი ლოგუამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, სრულად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ “სკონტო” პირველ ტაიმში 3:0 იგებდა, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა.
“ოდენსემ”, რომლის ღირსებას ლადო დვალიშვილი იცავს, თურქულ შეკრებაზე ბოსნიურ “შიროკი ბრეგთან” საკონტროლო შეხვედრაში 1:1 ითამაშა. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პირველ რიგში გინება უნდა ისწავლო! "დურუ ხუნჭუა ხომ იცი რა არი ტრენერი ? კიი რომ იგინება !" D
გამარჯობათ, თქვენთან ერთი კითხვა მაქვს , მწვრთნელობა მინდა და როგორ დავეუფლო ამ პროფესიას??უნივერსიტეტში უნდა ჩავაბარო თუ სამწვრთნელო კურსები უნდა გავიარო?ვინც გათვიცნობიერებული ხართ ამ საკითხში გთხოვთ გამომეხმაუროთ
ფედერაცია რო აცხადებს ხოლმე მწვრთნელების სერთიფიცირების კონკურსს ის უნდა გაიარო. ერთს თუ გაივლი ბავშვებთან მუშაობის ლიცენზიას აიღებ, და ა.შ...
ჩAბარება არ შვწლის მაგ საქმეს. კურსები უნდა გაიარო წესით რაღAცა. ზუსტად არ ვიცი რა და როგორ ხდება მარა უნივერსიტეტი არ შველის მგონი მაგ ამბავს