ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ორი ლიდერი გამოიკვეთა. მადრიდის “ატლეტიკომ” გასვლაზე მოულოდნელი მარცხი იწვნია ვიგოს “სელტასთან”, რითაც ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსები მნიშვნელოვნად შეიმცირა.
“რეალთან” ჩატარებული ბრწყინვალე შეხვედრის შემდეგ, “ატლეტიკო” აშკარად ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე და წინა ტურში მოთამაშე გუნდის აჩრდილი იყო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 59-ე წუთზე ხუან მარტინეს მუნუერამ მიგელ ანხელ მოიას კარში საკამათო პენალტი დანიშნა, რომელიც ნოლიტომ გოლად აქცია. ამის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა ვერც საულმა და ვერც გრიზმანმა სერხიო ალვარესს ვერ აჯობეს. სამაგიეროდ, ივარგა ორელიანამ, რომელმაც მოიას შორეულ კუთხეში ძლიერი დარტყმით გაუტანა და 71-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0. “როხიბლანკო” “ბარსელონას” ექვსი, ხოლო “რეალს” შვიდი ქულით ჩამორჩება.
სამაგიეროდ, ძალიან იოლად იმარჯვა “ბარსელონამ”, რომელიც “ლევანტეს” მასპინძლობდა. ანგარიში მე-17 წუთზე ლიონელ მესის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ნეიმარმა გახსნა, ხოლო შემდეგ არგენტინელმა გოლებისთვისაც მოიცალა და 27-წუთიან მონაკვეთში ჰეთ-რიკის შესრულება მოახერხა. მესის ლა ლიგაში 26 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში კრიშტიანო რონალდუს 2 გოლითღა ჩამორჩება. შეხვედრის ბოლო გოლი ულამაზესი გამოდგა, 73-ე წუთზე ლუის სუარესმა მაკრატელა დარტყმით სტუმართა რბევა დაასრულა – 5:0. “ბარსელონამ” მესამე ადგილოსანი “ატლეტიკო” 6 ქულით ჩამოიტოვა, ხოლო “რეალს” ქულით ჩამორჩება.
დაგეგმილი სამი ქულა ჩაიწერა “ვალენსიამ”, რომელმაც შინ “ხეტაფე” დაამარცხა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და მეორე ტაიმის დებიუტშივე შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ ალვარო ნეგრედოს თავური ლოპესმა მოიგერია. 29 წლის ფორვარდმა თავის გამოჩენა მაინც მოახერხა, 70-ე წუთზე მან პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად შეასრულა ზუსტად. დარჩენილ დროში ორივე კლუბს შეეძლო გატანა: ჯერ როდრიგო მორენომ ააცილა ცარიელ კარში, ხოლო 93-ე წუთზე პაბლო სარაბიამ სამი მეტრიდან ააცილა ცარიელ კარს და “ღამურები” ქულების დაკარგვას გადაურჩნენ – 1:0. ნუნუ ესპირიტო სანტო გუნდი მეოთხე ადგილზეა და “სევილიას” 2 ქულით უსწრებს, ხოლო მესამე ადგილოსან “ატლეტიკოს” სამი ქულით ჩამორჩება.
“ატლეტიკოს” მსგავსად, მოულოდნელი მარცხი იწვნია “ვილიარეალმაც”. “რაიო ვალეკანომ” მეტოქე აშკარად დაჯაბნა და დამსახურებული 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ანგარიში 51-ე წუთზე ხოსაბედმა გახსნა, ხოლო 69-ე წუთზე გაელ კაკუტამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0. “ვილიარეალი” მეოთხე ადგილოსან “ვალენსიას” 6 ქულით ჩამორჩა.
ვალენსია – ხეტაფე 1:0 (0:0)
ვალენსია, “მესტალია”
ვალენსია (4-3-3): ალვეში, ოტამენდი, მუსტაფი, ბარაგანი, გაია, ე.პერესი (როდრიგო 72), ფუეგო, პარეხო, პიატი, დე პაული (ფეგული 60), ნეგრედო (ორბანი 93).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
ხეტაფე (4-4-2): ხ.ლოპესი, ველაზკესი (ვიგარაი 69), ნალდო, ლაგო (ესკუდერო 55), ალექსისი, ხ.როდრიგესი, ლასენი, სარაბია, ვაზკესი, დ.კასტრო, სამირი (ჰინესტროზა 65).
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
გოლი: ნეგრედო 71 პენ.
გაფრთხილებები: დე პაული, ბარაგანი, ე.პერესი – ვაზკესი, დ.კასტრო, ხ.როდრიგესი, ესკუდერო
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 13(3)-10(1), ჯარიმა: 16-10, კუთხური: 7-2, თამაშგარე: 0-1, სეივი: 1-2
ბარსელონა – ლევანტე 5:0 (2:0)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, ბარტრა, მასკერანო, მონტოია, ადრიანო, რაკიტიჩი (რობერტო 62), ბუსკეტსი, ხავი, პედრო, ნეიმარი (ლ.სუარესი 67), მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
ლევანტე (4-2-3-1): მარინიო, რამისი, ნავარო, ი.ლოპესი (ხასონი 71), ტონიო, დიოპო (ხოსე მარი 78), სიმაო, ბარალი, ხუმეტრა, მორალესი, უჩე (კასადედუსი 62).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
გოლები: 1:0 ნეიმარი (17), 2:0;3:0;4:0 მესი (38;59;65 პენ.), 5:0 ლ.სუარესი (73).
გაფრთხილებები: ბუსკეტსი – რამისი, ბარალი
მსაჯი: მელერო ლოპესი
ბურთის ფლობა: 76%-24%, დარტყმა: 18(10)-5(1), ჯარიმა: 6-13, კუთხური: 3-4, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-5
რაიო ვალეკანო – ვილიარეალი 2:0 (0:0)
მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო, ნაჩო (მორსილიო 78), ამაია, ზე კასტრო, ტიტო, ფატუ, ხოზაბედი, ბუენო, ლიკა (ა.მორენო 73), კაკუტა, ბაპტიშტაო (მანუჩო 63).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, დორადო, რუისი, გასპარი, რუკავინა, მარკოსი, პინა (ტრიგეირასი 60), კემპბელი, მ.გომესი (ჩერიშევი 56), ჯოვანი დოს სანტოსი (ვიეტო 57), გ.მორენო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
გოლები: 1:0 ბუენო (51), 2:0 კაკუტა (69).
გაფრთხილებები: ფატუ, ამაია – პინა, კემპბელი
მსაჯი: პერეს მონტერო
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 13(9)-7(2), ჯარიმა: 12-14, კუთხური: 5-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-5
სელტა – ატლეტიკო 2:0 (0:0)
ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”
სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ფონტასი, კაბრალი, ს.გომესი, ხონი, კრონ-დელი (ა.ლოპესი 91), ა.ფერნანდესი, რადოია, ორელიანა (მინა 93), ნოლიტო, ლარივეი (პ.ერნანდესი 76).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
ატლეტიკო (4-4-2): მოია, გოდინი, მირანდა, ხუანფრანი, სიკეირა, ტიაგო (მ.სუარესი 34), გაბი (რ.ხიმენესი 73), საული, გრიზმანი, ფ.ტორესი (კანი 46), მანძუკიჩი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 1:0 ნოლიტო (59), 2:0 ორელიანა (71).
გაფრთხილებები: ფ.ტორესი, გოდინი, მ.სუარესი, კანი
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა
ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 14(3)-10(5), ჯარიმა: 4-12, კუთხური: 9-2, თამაშგარე: 0-2, სეივი: 5-1
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 28. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 26. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 17. კარლოს ბაკა (“სევილია”) -13. ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”) - 12.