კალათბურთი

2:49 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის “კანტუმ” ბოლონიაში წააგო

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის “კანტუ” “ბოლონიას” ესტუმრა და უხვქულიან მატჩში 96:108 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 12 წუთში 6 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

კანტუელებს ვერც ამერიკელი დარიუს ჯონსონ-ოდომის ჩინებულმა გარჯამ უშველათ, რომელმაც 27 ქულა და 7 პასი მიითვალა, ბოლონიელებს კი ასევე ამერიკელმა ჯერემი ჰაზელმა ულიდერა 33 ქულით.

“კანტუს” 9 მოგებით და 10 მარცხით სერია ა-ში მე-10 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 1 მარტს, ისევ სტუმრად, “სასარისთან” გამართავს.

0.113535