იტალიის სერია A-ს XXIII ტურის დარჩენილი შეხვედრები საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. ვერ მოიგეს ჩემპიონატის ლიდერმა “იუვენტუსმა” და მისმა მდევარმა “რომამ”. ორივე მათგანი გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს დაუზავდა. ისევ დიდი ანგარიშით იმარჯვა მილანის “ინტერმა”, ხოლო “მილანი” კვლავ ცუდ დღეშია.
სერია A-ს ერთპიროვნულმა ლიდერმა ტურინის “იუვენტუსმა” მდევართან ქულების გაზრდის შანსი გაანიავა. “ბებერმა ქალბატონმა” აუტსაიდერ “ჩეზენასთან” ცუდი თამაში აჩვენა. მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს საწყის ათ წუთში დეფრელის ორი დარტმა ჯანლუიჯი ბუფონმა მოიგერია. მე-17 წუთზე “იუვე” გაშვებული გოლისგან ვეღარც კაპიტანმა იხსნა. მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა მილან ჯურიჩმა ლოგიკურად დაასრულა. ანტრაქტამდე მასიმილიანო ალეგრის გუნდი დაწინაურებული მაინც გავიდა. ჯერ 27-ე წუთზე პოლ პოგბას ჩაწოდებულს ალვარო მორატა გამოეხმაურა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ცოტა ხანში, იმავე მორატას აქტიურობის შედეგად კლაუდიო მარკიზიომ თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მეორე ნახევარი “ჩეზენამ” აქტიურად წარმართა და გატანა რამდენჯერმე შეეძლო. საბოლოოდ, 70-ე წუთზე ფრანკო ბრიენცამ საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით დაარტყა და ლამაზი გოლით ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავად ცუდი თამაშისა, “იუვეს” გამარჯვების მოპოვება მაინც ხელეწიფებოდა. 82-ე წუთზე არტურო ვიდალმა თერთმეტრიანი დარტყმა კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა და მატჩიც ფრედ, - 2:2 დასრულდა. “იუვე” მდევარ “რომას” ისევ 7 ქულით უსწრებს. “ჩეზენა” კი 16 ქულით კვლავაც რთულ მდგომარეობაშია.
ისევ ვერ მოიგო დედაქალაქურმა “რომამ”. ამჯერად, “მგლებმა” საკუთარ მოედანზე ფინანსურ კრიზისში მყოფ და ჩემპიონატის ღრმა აუტსაიდერ “პარმას” საკუთარ მოედანზე ვერაფერი დააკლო. მასპინძლები მთელი შეხვედრა საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გამარჯვების გოლის გატანა ვერ მოახერხეს. რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ სატურნირო ცხრილს არ უყურებს. მიუხედავად აღებული ქულისა “პარმას” მდგომარეობა ისევ მძიმეა.
როგორც ჩანს კრიზისს თავს აღწევს მილანის “ინტერი”. წინა ტურში “პალერმოს” განადგურების შემდეგ, “ნერაძურიმ” არც ბერგამოს “ატალანტა” დაინდო და მისსავე მოედანზე 4:1 გაანადგურა. სტუმართა შორის შესანიშნავი მატჩი ჩაატარა კოლუმბიელმა ფრედი გუარინიმ, ვინაც ორი, ერთმანეთზე უკეთესი სილამაზის გოლი გაიტანა. რობერტო მანჩინის გუნდის მხრიდან დაძლეულ კრიზისზე ლაპარაკი თუ რამდენად გამართლებულია შემდეგი ტურები დაგვანახებს. მანამდე კი გუნდი სატურნირო ცხრილში 32 ქულით მხოლოდ მე-10 ადგილს იკავებს. “ატალანტა” კი 23 ქულით სახიფათო ზონისგან ერთ ნაბიჯშია.
კვირა სათამაშო დღის პირველი მატჩი “სან სიროზე” გაიმართა. “მილანმა” “ემპოლის” უმასპინძლა. იტალიური გრანდის კრიზისულ პერიოდს დასასრული არ უჩანს. თავად განსაჯეთ, ფილიპო ინძაგის გუნდმა ისევ ვერ მოიგო და მთელი მატჩის განმავლობაში ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა. ჟერემი მენეზის კარგი თამაშის შემდეგ, საჯარიმოში დაბალი გადაცემა ჯაკომო ბონავენტურამ გააკეთა, იქ კი ყველას მატია დესტრომ დაასწრო და მილანელთა შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა. “ემპოლი” მეორე ნახევარში გააქტიურდა და ანგარიშიც გაათანაბრა. 68-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ჰისაის კარგ გადაცემას ვეტერანი მასიმო მაკარონე გამოეხმაურა და თავით დიეგო ლოპესს აუღებელი დაურტყა. დარჩენილ დროში გამარჯვებასთან უფრო ახლოს ისევ ტოსკანელი ფებხურთელები იყვნენ, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა. “ემპოლის” ქართველი ლეგიონერი ლევან მჭედლიძე მოედანზე არ გასულა. “მილანს” ამ ფრის შემდეგ 30 ქულა დაუგროვდა და ცხრილის მეორე ნაწილში ბინადრობს, ხოლო მაურიციო სარის გუნდს აქტივში 24 ქულა აქვს.
ტურის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა გენუაში გაიმართა. “ჯენოამ” “ჰელას ვერონა” მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით 5:2 სძლია. მასპინძლებმა ჩინებული ფეხბურთი აჩვენეს. ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა. მარცხენა ფლანგზე მბიაიე ნიანგის აქტიურობის შედეგად აგოსტინიმ საკუთარი კარი დალაშქრა. სამი წუთის შემდეგ უკვე თავად ფრანგმა ფორვრდმა იხეირა, ვინაც “ჯენოას” რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა. მე-20 წუთზე “ვერონამ” ერთი ბურთი გაქვითა. ლაზაროსის კუთხურის შემდეგ, ვეტერანმა ლუკა ტონიმ ყველას აჯობა. 10 წუთში ნიანგმა დუბლი შეასრულა. ამჯერად მან თავით იხერია. მეორე ნახევარში ნიანგის დუბლს, დუბლითვე უპასუხა ტონიმ, რომელმაც ჰალფრედსონის კარგი გადაცემა გამოიყენა და მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში კი გოლები მხოლოდ მასპინძლებმა გაიტანეს. თავი ჯერ ანდრეა ბერტოლაჩიმ, ხოლო შემდგომ დიეგო პეროტიმ გამოიჩინა და ანგარიში გამანადგურებელი გახადეს. “ჯენოას” ამ გამარჯვების შემდეგ 35 ქულა აქვს და ისევ ევროზონაში იმყოფება. “ვერონა” კი აუტსაიდერთა შორისაა.
უდინეში, ადგილობრივ გუნდს რომის “ლაციო” ესტუმრა და შინ სამი ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ანტონიო კანდრევამ პირველ ტაიმში თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. "ლაციალემ" აღნიშნული გამარჯვებით 37 ქულა დააგროვა და მესამე ადგილოსან “ნაპოლის” 5 ქულამდე მიუახლოვდა. “უდინეზე” კი უკვე მე-13 ადგილამდე დაქვეითდა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში უდინელთა რიგებში 407-ე შეხვედრა ჩაატარა ლეგენდარულმა ანტონიო დი ნატალემ, რომელიც კლუბის ისტორიაში ამ მხრივ რეკორდსმენი შეიქნა. ტოტომ ვალერიო ბერტოტოს გადაასწრო. თამაშის წინ, გუნდის პრეზიდენტმა ბეპე პოცომ დი ნატალეს სიმბოლურად 407 ნომრიანი მაისური გადასცა.
წარუმატებელ გამოსვლას აგრძელებს სინიშა მიხაილოვიჩის “სამპდორია”, რომელიც ერთი პერიოდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა. “სამპამ” ამჯერად აუტსაიდერ “კიევოსთან” წააგო. ანგარიში მარიანო იცკომ გახსნა, როომლის დარტყმული სტუმართა მცველს შეეხო და ისე აღმოჩნდა ემილიანო ვივიანოს კარში. “მფრინავმა ვირებმა” მეორე გოლი პირველივე ტაიმში გაიტანეს. 39-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა რიკარდო მეჯორინიმ იხეირა. მეორე ტაიმში გენუელებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს. მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში თავი კოლუმბიელმა ლუის მურიელმა გამოიჩინა, რომელსაც ამ შეხვედრაში “სამპდორიას” მაისურით დებიუტი ჰქონდა და შესაბამისად სადებიუტო გოლიც ჩაიწერა აქტივში. მურიელმა სამუელ ეტო’ოს შესანიშნავი გადაცემა შეირგო. “კიევომ” ამ გამარჯვებით 24 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში “ემპოლისა” და “ვერონას” გაუტოლდა. “სამპდორია” კი 35 ქულით მე-7 პოზიციამდე ჩამოქვეითდა.
ტურინში ქულები გაიყვეს “ტორინომ” და სარდინიულმა “კალიარიმ”. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 34-ე წუთზე დონსამ საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესად და ზუსტად დაარტყა. “ტორომ” წონასწორობა ზუსტად ერთ წუთში აღადგინა. მაროკოელმა ომარ ელ კადურიმ მეკარე ბრკიჩს შანსი არ დაუტოვა. დარჩენილ დროში გუნდებმა გოლების გატანა ვეღარ მოახერხეს. ჯამპიერო ვენტურას გუნდმა ზედიზედ ოთხ მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა. “ტორინოს” 32 ქულა აქვს დაგროვილი, ხოლო სარდინიელები 20 ქულით გასავარდნ ზონაში ყურყუტებენ.
იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის 10 შეხვედრაში 32 გოლი გავიდა. 3 მატჩი მასპინძლებმა მოიგეს, 4 ფრედ დასრულდა, ხოლო სამ დაპირისპირებაში გამარჯვებულნი სტუმრები გამოვიდნენ.
“მილანი” – “ემპოლი” 1:1 (1:0)
მილანი, “სან სირო”
მაყურებელი: 21.170
“მილანი” (4-2-3-1): დიეგო ლოპესი; რამი, პალეტა, ალექსი (ბოკეტი 8), ანტონელი; პოლი, დე იონგი; ჰონდა (ჩერჩი 80), მენეზი, ბონავენტურა; დესტრო (აბიატი 85)
მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, ტონელი, რუგანი, მარიო რუი; კროჩე (სინიორელი 83), ვალდიფიორი, ვესინო (ვერდი 55); ზიელინსკი; მაკარონე, პუჩიარელი (ტავანო 64)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 1:0 დესტრო (40), 1:1 მაკარონე (68)
გაფრთხილება: რამი (49), ანტონელი (64), პალეტა (81) – ვერდი (79), ტონელი (90)
გაძევება: დიეგო ლოპესი (84)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 15 (7) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 2:3 გაფრთხილება: 3:2 გაძევება: 1:0
მსაჯი: პაოლო ვალერი
“ატალანტა” – “ინტერი” 1:4 (1:2)
ბერგამო, “ატლეტი აძური”
მაყურებელი: 14.000
“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; სტენდარდო, ბელინი, ბენალუანე, მაზიელო; ძაპაკოსტა, ჩიგარინი (ემანუელსონი 75), კარმონა, გომესი (ბაზელი 58); მაქსი მორალესი (დენისი 46), პინილია
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო
“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდნოვიჩი; კამპანიარო, რანოკია, ჟუან ჟესუსი, სანტონი; გუარინი, მედელი, ბროჟოვიჩი (კუჟმანოვიჩი 82); შაქირი (კოვაჩიჩი 68); პალასიო (ერნანესი 76), პოდოლსკი
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
გოლები: 0:1 შაქირი (3, პენ), 1:1 მაქსი მორალესი (28), 1:2 გუარინი (37), 1:3 გუარინი 63), 1:4 პალასიო (73)
გაფრთხილება: კარმონა (23), მაქსი მორალესი (33), პინილია (43), ბენალუანე (52, 52) – ჟუან ჟესუსი (19), შაქირი (33)
გაძევება: ბენალუანე (52)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 17 (7) ბურთის ფლობა: 33%-67% კუთხურები: 6:8 გაფრთხილება: 5:2 გაძევება: 1:0
მსაჯი: ლუკა ბანტი
“ჯენოა” – “ვერონა” 5:2 (3:1)
გენუა, “მარასი”
მაყურებელი: 25.000
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, დე მაიო, იცო; ბერგდიხი (ლაქსალტი 65), ბერტოლაჩი, კუჩკა, ედენილსონი; იაგო ფალკე, ნიანგი, პეროტი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
“ვერონა” (4-3-3): ბენუსი; პიზანო, მორასი (სორენსენი 40), მარკესი, აგოსტინი; ჰალფრედსონი, ტაკჩიდისი, გრეკო; ლაზაროსი, ტონი, გომესი
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
გოლები: 1:0 აგოსტინი (10, ა.გ), 2:0 ნიანგი (13), 2:1 ტონი (20), 3:1 ნიანგი (30), 3:2 ტონი (58), 4:2 ბერტოლაჩი (66), 5:2 პეროტი (86)
გაფრთხილება: კუჩკა (64), ლაქსალტი (73) - ტაკჩიდისი (25), გრეკო (44), სორენსენი (50), პიზანო (81)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 13 (6) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 4:5 გაფრთხილება: 2:4
მსაჯი: ანტონიო დამატო
“რომა” – “პარმა” 0:0 (0:0)
რომი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 40.000
“რომა” (4-3-3): სე სანკტისი; ფლორენცი, მანოლასი, იანგა-მბივა, კოული; ნაინგოლანი, დე როსი (ვერდე 58), კეიტა; ჟერვინიო, დუმბია (სანაბრია 85), ლიაიჩი (პარედესი 77)
მწვრთნელი: რუდი გარსია
“პარმა” (4-4-1-1): მირანტე; კასანი (ფედალი 90), ლუკარელი, მენდესი, კოსტა; ვარელა (პალადინო 78), მარიგა (ლოდი 87), ნოჩერინო, როდრიგესი; მაური; ბელფოდილი
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
გაფრთხილება: ლუკარელი (36), მაური (50), კოსტა (75), მარიგა (87)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (5) – 4 (0) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 10:5 გაფრთხილება: 0:4
მსაჯი: პიერო ჯაკომელი
“ტორინო” – “კალიარი” 1:1 (1:1)
ტურინი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 16.000
“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; პერესი, ბენასი (გომსალესი 71), ვივესი, ელ კადური (გაცი 85), დარმიანი; მარტინესი (მაქსი ლოპესი 59), კვალიარელა
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
“კალიარი” (4-3-2-1): ბრკიჩი; დესენა, როსეტინი, კაპუანო, აველარი; ეკდალი, კონტი, დონსა; კოსუ (გალვაო 74), საუ (ლონგო 85); კოპი (მპოკუ 65)
მწვრთნელი: ჯანფრანკო ძოლა
გოლები: 0:1 დონსა (34), 1:1 ელ კადური (35)
გაფრთხილება: გლიკი (43), ბოვო (55), ელ კადური (63) – კონტი (54), როსეტინი (57), გალვაო (89)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (7) – 10 (3) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 4:5 გაფრთხილება: 3:3
მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე
“უდინეზე” – “ლაციო” 0:1 (0:1)
უდინე, “ფრიული”
მაყურებელი: 11.000
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, პირისი; ვიდმერი, ალანი, ბადუ, ბრუნო ფერნანდესი (გილერმე 62), გაბრიელ სილვა (ევანჯელისტა 54); დი ნატალე, ტერო (აგირე 77)
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი
“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; ბასტა, დე ვრეი, მაურისიო, რადუ; ონაზი (კატალდი 46), ბილია, პაროლო; კანდრევა (კეიტა 71), კლოზე (პერეა 75), ანდერსონი
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
გოლი: 0:1 კანდრევა (23, პენ)
გაფრთხილება: ვაგუე (23), ალანი (54) – ონაზი (29), კანდრევა (64), კატალდი (78), ანდერსონი (84), რადუ (88)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 8 (2) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:2 გაფრთხილება: 2:5
მსაჯი: დავიდე მასა
“კიევო” – “სამპდორია” 2:1 (2:0)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 10.000
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი (გამბერინი 77), ცეზარი, დაინელი, ძუკანოვიჩი; სკელოტო (მატიელო 67), იცკო, ჰეტემაი, ბირსა; ბოტა, მეჯორინი (პალოსკი 60)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; ვრჟოლეკი, რომანიოლი, სილვესტრე, მესბა; დანკანი, პალომბო, აკქუა (მურიელი 46); ეტო’ო, ბერგესიო
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
გოლები: 1:0 იცკო (2), 2:0 მეჯორინი (39), 2:1 მურიელი (90)
გაფრთხილება: ჰეტემაი (82), ბიძარი (90), ბოტა (90) – მესბა (55), აკქუა (66), რომანიოლი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 11 (3) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 2:11 გაფრთხილება: 3:3
მსაჯი: სებასტიანო პერუცო
“ჩეზენა” – “იუვენტუსი” 2:2 (1:2)
ჩეზენა, “დინო მანუცი”
მაყურებელი: 20.000
“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; პერიკო (ნიკა 60), კრაინჩი, ლუკინი, რენძეტი; ჯორჯი (კარბონერო 84), დე ფეუდისი, ზე ედუარდო; ბრიენცა; დეფრელი, ჯურიჩი (როდრიგესი 83)
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, ოგბონა, ევრა; მარკიზიო, პირლო, პოგბა (პერეირა 75); ვიდალი (კომანი 88); მორატა, ლორენტე (პეპე 88)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 1:0 ჯურიჩი (17), 1:1 მორატა (27), 1:2 მარკიზიო (33), 2:2 ბრიენცა (70)
გაფრთხილება: პერიკო (20), ნიკა (88) – ლიხშტაინერი (41), ბონუჩი (70)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 15 (4) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 4:3 გაფრთხილება: 2:2
მსაჯი: კარმინე რუსო
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 14 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 13, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 12, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 12, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 11.