ფეხბურთი

19:39 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტურემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

Sky Sports-ის ინფორმაციით, “ლივერპულის” მცველმა კოლო ტურემ კოტ დივუარის ნაკრებში კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა.

წინა კვირას კოლო ტურემ კოტ დივუარის ეროვნულ გუნდთან ერთად აფრიკის თასი მოიგო. კოლომ მსოფლიო ჩემპიონატზე 3-ჯერ მიიღო მონაწილეობა (2006, 2010, 2014), ნაკრებში 2000 წლიდან ირიცხება, 112 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. 2006-2010 წლებში კოლო ტურე კოტ დივუარის კაპიტანიც გახლდათ.

0.112717