ფეხბურთი

18:11 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

 ლუკას სილვამ ოცნება აიხდინა

შაბათს, პრიმერადივიზონის 23 ტურის მატჩში “რეალმა” შინ “დეპორტივო” 2:0 დაამარცხა. ამ მატჩის 71-ე წუთზე ილარამენდი 19 წლის ბრაზილიელმა ლუკას სილვამ შეცვალა და “სამეფო კლუბის” მაისურით კარიერაში პირველი მატჩი ჩაატარა.

მატჩის შემდგომ სილვამ ჟურნალისტებს თავისი ემოციები გაუზიარა: “ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ოცნება ავიხდინე. ეს ყველაფერი ჯადოსნური იყო. ყოველთვის მემახსოვრება ის მომენტი, როცა მოედანზე გავედი. მაყურებლის აბლოტისმენტები ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი იყო.”- სილვას სიტყვებს Goal.com აქვეყნებს.

იავარში “რეალმა” სილვა “კრუიზეიროსგან” შეიძინა. 19 წლის ფეხბურთელი “რეალის” ისტორიაში 22-ე ბრაზილიელი გახდა.

ლუკას სილვას დებიუტის ამსახველი კადრები:

https://www.youtube.com/watch?v=ycEOAO0iZrU

0.113278