ევროლიგის მე-7 ტურის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ ცსკა-ს ფრანგი გამთამაშებელი ნანდო დე კოლო დაასახელეს.
ამ ტურში ცსკა-მ შინ “მილანო” 97:75 დაამარცხა. დე კოლომ პარკეტზე 29 წუთი დაჰყო, ამ დროში ფრანგმა გუნდს 18 ქულა 4 მოხსნა, 7 პასი და 4 ჩაჭრა შესძინა, გამთამაშებლის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 29 უწია. მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა F ჯგუფში 6 მოგებით და 1 წაგებით პირველ ადგილზეა.
დე კოლოს მომენტები ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?v=CPDQ6Zseqv8