ფეხბურთი

16:14 | 15.02.2015 | ნანახია 1275 - ჯერ

“ატლეტიკო” მატას არ ეშვება

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი ნახევარმცველი ხუან მატა მადრიდის “ატლეტიკოს” ინტერესის სფეროში კვლავ მოექცა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელის გადაბირება “ბარსელონასთან” ერთად “როხიბლანკოსაც” სურს.

მადრიდელები ესპანელისადმი ინტერესს ზამთრის სატრანსფერო პერიოდშიც იჩენდნენ, თუმცა მოლაპარაკება გადამწყვეტ ეტაპამდე არც მისულა. “ატლეტიკო” მატას სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდიდა, რაც მანჩესტერელებს ნამდვილად არ აკმაყოფილებდათ.

მიმდინარე სეზონში მატამ პრემიერლიგასა და ასოციაციის თასზე 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 34 მილიონ ევროს შეადგენს.

2014 წლის იანვარში “მანჩესტერ იუნაიტედმა” მატას სანაცვლოდ ლონდონის “ჩელსის” 37.1 მილიონი გირვანქა გადაუხადა. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს. ინგლისში გადასვლამდე ის “ვალენსიაში” თამაშობდა.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:24 | 15.02.2015
S.A.F. (2852)

ოღონდ ეს გაყიდონ დათუ უნდათ 30ად გაუშვან მაგარია მაგრამ მანიუს ვერ მოერგება ეს

21:53 | 15.02.2015
lfcfan2 (28)

stripslashes((strlen('http://getamashebi.com/')>0?'http://getamashebi.com/':'http://getamashebi.com/')) -- საუკეთესო ონლაინ თამაშები
0?'>http://getamashebi.com/':'>http://getamashebi.com/')) -- საუკეთესო ონლაინ თამაშები
0?'>http://getamashebi.com/':'>http://getamashebi.com/')) -- საუკეთესო ონლაინ თამაშები

21:20 | 15.02.2015
Mr. Paul (87)

Kოკეში გავუცვლით თუ თანხას დაამატებენ ცოტას

17:45 | 15.02.2015
M.U2015 (19400)

გრიზმანზე გავცვალოთ

16:51 | 15.02.2015
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ხოდა წაიყვანე

16:45 | 15.02.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

აეეე ქალი კი არაა რომ არ ეშევბა გრიზმანი ან თურანი გამოუშვას და ბაზარი არააა

16:43 | 15.02.2015
chamilo (33560)

მაგრად მევასება მატა რა,ასეთი მოაზროვნე ფეხბურთელი ჭირდება კლოპს,მხითარიანი გაყიდოს 30 ლიმონს კი აძლევენ და 5 ლიმონიც დაამატოს და იყიდოს

23:23 | 15.02.2015
S.A.F. (2852)

მაგაში 15საც აღარავინ გადაიხდის რა 30 ღადაობ?


მაგარი მიქარეს ეგ რამ აყიდინათ თან მაგ ფასად

16:30 | 15.02.2015
amigo23 (14112)

ატლეტიკოში გადავიდეს ჯობია

16:23 | 15.02.2015
Z U R A (18341)

მაგრად გააძლიერებს ატლეტიკოს

0.136503