ესპანური მედიის ინფორმაციით, ხორვატიის ნაკრებისა და “ბარსელონას” ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი შესაძლოა მომავალი სეზონიდან ინგლისის პრემიერლიგაში ვიხილოთ. ფეხბურთელით დაინტერესებულნი ლონდონის “არსენალი” და “მანჩესტერ სიტი” არიან.
მიმდინარე სეზონში რაკიტიჩმა 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ბარსელონელებმა 2014 წლის ზაფხულში ხორვატის სანაცვლოდ “სევილიას” 18 მილიონ ევრო გადაუხადეს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს. ხორვატს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.