ფეხბურთი

13:03 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონი: “ნაკრების ამ თაობას პიკი 2022 წელს ექნება”

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები წარმატებულად თამაშს 2022 წლის მუნდიალზე შეძლებენ. ინგლისელი სპეციალისტის აზრით, ფეხბურთელებს პროგრესისთვის დრო სჭირდებათ.

“თუ სიტუაციას რეალურად შევხედავთ, ვიტყვი, რომ ამ თაობის პიკი 2022 წელს იქნება, თუმცა, მათი ჩამოწერა არც 2016 და 2018 წლის ტურნირებიდან შეიძლება. მათ აქვთ დიდი გზა, რათა ბევრი ისწავლონ და ტოპკლასის მოთამაშეები გახდნენ. ჰარი კეინს ჯერ ნაკრებში არც უთამაშია, რაჰიმ სტერლინგსაც არა აქვს დიდი გამოცდილება ეროვნულ გუნდში.” – განაცხადა ჰოჯსონმა.

0.122042