კალათბურთი

12:07 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლავინმა ჩატენვების კონკურსი მოიგო (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გაიმართა ჩატენვების კონკურსი, სადაც ოთხმა კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა.

ოთხეული ასეთი იყო: ზაკ ლავინი (“მინესოტა”), მეისონ პლამლი (“ბრუკლინი)”, ვიქტორ ოლადიპო (“ორლანდო”), და ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი იანის ანტეტოკუნმპო (“მილუოკი”).

ფინალში ვიქტორ ოლადიპო და ზაკ ლავინი გავიდნენ. ოლადიპომ ჟიურისგან 44 ქულა დაიმსახურა, ხოლო ლავინმა 49. შესაბამისად 2015 წლის ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული “მინესოტას” 19 წლის გამთამაშებელი ზაკ ლავინი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126025