ფეხბურთი

0:02 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების უგოლო მატჩები კვიპროსში

კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში “ანორთოსისმა” გასვლითი მატჩი “ახნას ეთნიკოსის” წინააღმდეგ გამართა და ფრედ 0:0 ითამაშა. ანდრე პაუსმა ქართველი ნახევარმცველები გიორგი აბურჯანია და ირაკლი მაისურაძე სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და შეუცვლელად ათამაშა. ფამაგუსტელები 35 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფებიან.

“ანორთოსის” მსგავსად უგოლო მატჩი ჩაატარა გიორგი პაპავასა და შოთა გრიგალაშვილის კლუბმა. “ნეა სალამინა” შინ ლარნაკას “აეკს” დაუპირისპირდა. შოთა გრიგალაშვილი ტრავმის გამო ვერ ეხმარება გუნდს, ხოლო პაპავამ მატჩი სრულად ჩაატარა, 29-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. 12 გუნდიან ჩემპიონატში “ნეა სალამინა” 18 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება და ბოლო ადგილოსანს მხოლოდ 6 ქულით უსწრებს.

გერმანიის მესამე ლიგაში აკაკი გოგიას “ჰალეშერმა” ლუკას ჰუფნაგელის “უნტერჰაჰინგს’’ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა მეტოქე. აკაკიმ მატჩი სრულად ჩაატარა, ჰუფნაგელი კი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და 66-ე წუთზე დატოვა მოედანი. სატურნირო ცხრილში “ჰალეშერი” 32 ქულით მე-13 ადგილს იკავებს, ხოლო მე-15 პოზიციაზე “უნტერჰაჰინგი” იმყოფება. ასე რომ, გუნდებს მეორე ბუნდესლიგაში გადასვლის თეორიული შანსიც დაკარგული აქვთ.

0.117683