კატალონიის “ბარსელონას” ვეტერანმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანედსმა კატალონიის რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ “ბარსელონაში” დარჩენით კმაყოფილია.
“35 წლის გავხდი, უკვე პატარა აღარ ვარ. ბედნიერი ვარ აქ დარჩენით და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაც მივიღე”, - განაცხადა ჩავიმ.
ჩავის “ბარსელონას” გარდა სხვა გუნდში არასდროს უთამაშია. იგი “ბარსას” დიდ გუნდში 1998 წლიდან მოყოლებული ირიცხება.