ფეხბურთი

18:28 | 14.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

22-ე ბრაზილიელი “რეალში”

“რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი “დეპორტივოსთან” მატჩში 21 წლის ბრაზილიელი ლუკას სილვას სასტარტო შემადგენლობაში დაყენებას არ აპირებს. მაგრამ როგორც AS.com იუწყება, ანჩელოტიმ შეიძლება სილვა “დეპორტივოსთან” მატჩის ბოლოსკენ მოედანზე შეუშვას. წყაროს ცნობით, სილვა სავარაუდოდ ილარამენდის ან კროოს შეცვლის.

“სამეფო კლუბში” ისტორიის განმავლობაში 21 ბრაზილიელ ფეხბურთელს უთამაშია. ლუკას სილვა 22-ე ბრაზილიელი იქნება, ვინც მადრიდელთა მაისურს მოირგებს. “რეალში” ისეთი მაღალი დონის ბრაზილიელი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ რობერტო კარლოსი და რონალდო. კაროლსმა “სამეფო კლუბის” მაისურით 527 მატჩი ჩაატარა, რონალდომ 180 მატჩი და 104 გოლი გაიტანა.

21 ბრაზილიელი ფეხბურთელი, ვისაც “რეალში” უთამაშია:

  1. ფერნანდო გიდიჩელი - 1935-36 წლები
  2. დიდი - 1959-60
  3. კანარიო - 1959-62
  4. ევარისტო - 1962-65
  5. რიკარდო როჩა - 1991-92
  6. ვიტორი - 1993-94
  7. რობერტო კარლოსი - 1996-2007
  8. ზე რობერტო - 1997-98
  9. სავიო ბორტოლინი - 1998-03
  10. როდრიგო სეზარ პრატესი - 1999-01
  11. ფლავიო კონსეისაო - 2000-04
  12. რონალდო - 2002-07
  13. ჯულიო ბაპტისტა - 2005-08
  14. რობინიო - 2005-08
  15. სისინიო - 2006-07
  16. ემერსონი - 2006-07
  17. მარსელო - 2007- დღემდე
  18. კაკა - 2009-13
  19. ფაბინიო - 2012-13
  20. კაზემირო - 2012-14
  21. ვილიან ჟოზე - 2013-14

0.135861