ფეხბურთი

17:04 | 14.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსი პოლიციამ მცირე ხნით შეაყოვნა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი რობინ ვან პერსი გუნდის ვარჯიშზე მანქანით მიდიოდა, როდესაც პოლიციამ გააჩერა. მცირეხნიანი საუბრის და საბუთების გადამოწმების შემდეგ ნიდერლანდელი ფეხბურთელი სამართალდამცავმა ქალბატონმა გაანთავისუფლა.

ცნობილი იყო, რომ ვან პერსის დაზიანება აწუხებს და მისი თამაში ინგლისის ასოციაციის თასზე ეჭვქვეშაა. ლუის ვან გაალმა ტრავმირებული ფეხბურთელები პარასკევს ერთი დღით დაასვენა. “მანჩესტერისა” და “პრესტონის” დაპირისპირება 16 თებერვალს გაიმართება.

0.131617