იტალიური გაზეთის La Repubblica-ს ინფორმაციით, ტაილანდელ ინვესტორთა ჯგუფი მზადაა “მილანის” აქციები შეიძინოს და ჯამში გუნდის ასაღორძინებლად 1 მილიარდი ევრო გაიღოს.
თავდაპირველად, აზიელები მზად არიან “როსონერის” აქციების 30% იყიდონ და 300 მილიონი ევრო გადაიხადონ. შემდეგი სამი წლის განმავლობაში კი ტაილანდელები კლუბის სრულფასოვანი მფლობელები გახდებიან.
აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ გარიგების შემდეგ სილვიო ბერლუსკონი “მილანის” საპატიო პრეზიდენტად დარჩება.
აღნიშნული შეთანხმება მილანური კლუბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გუნდი ბოლო წლებია წარუმატებლად ასპარეზობს და კლუბს რეორგანიზაცია აუცილებლად სჭირდება.






