ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “ასტონ ვილადან” დათხოვნილი პოლ ლამბერტის შემცველი დიდი ალბათობით ლონდონის “ტოტენჰემის” ყოფილი თავკაცი ტიმ შერვუდი გახდება.
იმ შემთხვევაში თუ ინგლისელი სპეციალისტი ბირმინგემელების შეთავაზებას დასთანხმდება, კლუბის ხელმძღვანელობა სხვა კანდიდატს აღარ მოძებნის. აგრეთვე ცნობილია, რომ ჯერჯერობით შერვუდი უკონკურენტოდაა.
46 წლის ტიმი ლონდონური კლუბიდან 2014 წლის მაისში დაითხოვეს და მას შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.