ფეხბურთი

14:57 | 14.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დეულოფეუს “ბარსაში” დაბრუნება უნდა

ესპანური “სევილიას” იმედისმომცემმა შემტევმა ჟერარ დეულოფეუმ, რომელიც კატალონიის “ბარსელონას” საკუთრებაშია, ესპანურ “მარკასთან” საუბარში აღნიშნა, რომ მომავალი სეზონიდან “ბარსელონაში” თამაში სურს.

“არ ვფიქრობ, კიდევ ერთ იჯარაზე. კონცენტრირებული მხოლოდ მიმდინარე სეზონზე ვარ, მაგრამ კიდევ ერთხელ იჯარით თამაში არ მსურს”, - განაცხადა დეულოფეუმ.

ნიჭიერმა ფეხბურთელმა გასული სეზონი ასევე იჯარით ლივერპულის “ევერტონში” გაატარა, წლეულს კი “ბარსამ” იგი “სევილიაში” გაანათხოვრა.

კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი მას გაისად უმთავრდება.

0.116539