ფეხბურთი

14:30 | 14.02.2015 | ნანახია NaN - ჯერ

მანჩინი ტურეზე ოცნებობს

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის იაია ტურეს გადაბირებით დაინტერესდა. იტალიელი სპეციალისტმა ფეხბურთელი შეაქო და აღნიშნა, რომ მისი ტრანსფერის განხორციელება ადვილი არ იქნება.

“ტურესთან ერთად “მანჩესტერ სიტიში” ვმუშაობდი და მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი. მისი შეძენა ადვილი ნამდვილად არ იქნება, რადგან “სიტის” საკუთრებაა. მთავარი საკითხი ისაა სურს თუ არა იაიას იტალიაში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში თამაში. მისი ტრანსფერი არა მარტო “ინტერისთვის”, არამედ იტალიის ჩემპიონატისთვის ხმამაღალი განაცხადი იქნება. “ნერაძურის” უპირატესობა აქვს და ვნახოთ რა მოხდება.” – განაცხადა მანჩინიმ.

ტურეს ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონ ევროს შეადგენს და “ქალაქელები” სავარაუდოდ “ინტერს” ნახევარმცველის სანაცვლოდ გაცილებით მეტს მოსთხოვენ. მიმდინარე სეზონში იაიამ 26 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ტურემ 2015 წლის აფრიკის ეროვნებათა თასიც მოიპოვა.


კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:11 | 03.08.2014
ფასდაკლების საიტი (85)

stripslashes((strlen('http://vaucheri.ge/')>0?'http://vaucheri.ge/':'http://vaucheri.ge/')) ფასდაკლების საუკეთესო საიტი

0?'>http://vaucheri.ge/':'>http://vaucheri.ge/')) ფასდაკლების საუკეთესო საიტი

0?'>http://vaucheri.ge/':'>http://vaucheri.ge/')) ფასდაკლების საუკეთესო საიტი

13:41 | 03.08.2014
alejandro (44439)

ერთი რამ ვერ დადის ჩემამდე...
როცა გეუბნებიან რომ უნდა წახვიდე,გაგყიდოთ სხვა გუნდში და ამის კატეგორიული წინააღმდეგი ხარ! აქვს ამ სიჯიუტეს ფეხბურთელისთვის(ლოპესი) რამე აზრი?
ლოპესის ასეთმა პრინციპულობამ რეალს დააკარგვინა დაახლოებით 10-12 მილიონი ევრო. ეს ის თანხაა რაც დაუჯდებოდა ლოპესის მსურველ კლუბს ტრანსფერი.
ვერანაირად ვერ გააგებინა რეალმა ვერაფერი იქამდე სანამ კონტრაქტი არ გაუწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსი არ მიანიჭა!
ხომ მაინც ვერ გაიყვანა თავისი და კლუბი რაღაზე აზარალა???
თუ ცოცხალი თავით არ მიდიხარ, ე ი შენი კლუბი გიყვარს და სხვაგან არ გინდა წასვლა ხომ?
მე ვიცი მაგალითები როცა ფეხბურთელს ტრანსფერამდე თავის კლუნთან ახალი კონტრაქტი გაუფორმებია რომ ჩემმა კლუბმა ფინანსურად მაქსიმალურად იხეიროს ჩემი წასვლითო!...
აი ეს არის სიყვარული და არა უაზრო გაჯიუტება...

13:33 | 03.08.2014
alejandro (44439)

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა ხვალ კეილორ ნავასის პრეზენტაცია უნდა იყოს

13:07 | 03.08.2014
RMA FANS (3925)

ლოპესი 30 წლის მეგონა ესეც კაი ყვავი ყოფილა

13:19 | 03.08.2014
BEERTRANCE (97819)

კი ყვავია

13:03 | 03.08.2014
მადრიდისტა (17021)

ახლა რომ შტეგერმა ვერ დადგეს კარებში და 1 წელი გაუცდეს დიდი ალბათობით მაგის უძლეველი მეკარეობის მითი დამთავრდება...მეკარის პოზიცია ძალიან სპეციფიკურია მუდმივი სათამაშო პრაქტიკაა საჭირო მითუმეტეს ახალგაზდულ ასაკში და თუ ეს არ ექნა მორჩა ყველაფერი

13:22 | 03.08.2014
alcantara___ (13618)

შტეგენი არც უძლეველია და არც ისეთი ტალანტია როგორც აქ წერენ უმეტესობას მისი თამაშები არ აქვს ნანახი და ჰარიჰარალოზე პოსტავენ... კარგი მეკარეა თავისი ბევრი პლიუს-მინუსით რეაქცია აქვს სასწაული მაგრამ ვალდესისავით ისეთი წამოვლები აქვს ხოლმე რო...

13:24 | 03.08.2014
მადრიდისტა (17021)

ძლივს არ მოვისმინე კულუსგან შტეგნერის რეალური შეფასება..მე კი ვიცი რა დონეც არის ბევრი თამაში მინახია გლადბახის და მაგრად მაგონებს ვალდესას მაგრამ კულუების 90% როგორც ფიქრობს მაინც ისე მოვიხსენიე

13:22 | 03.08.2014
alcantara___ (13618)

ასე რომ ჯერ მისი შეფასება ძალიან ადრეა

13:19 | 03.08.2014
BEERTRANCE (97819)

კი, და ისე საჭიროა რომ მეკარეს ცვლილება ცალკე იყოს ნებადართული მატჩებისას

13:05 | 03.08.2014
alejandro (44439)

მართალია.

12:58 | 03.08.2014
alejandro (44439)

alcantara___
ხო და როგორც მართივად ხედავ და არ გეშინია ბარსას კარში 21 წლის კიპერი რომ ჩადგება,კიდევ უფრო მეტად არ არის საშიში 27 წლის ნავასი თუ ჩადგება რეალის კარში.

12:59 | 03.08.2014
alcantara___ (13618)

რა უნდა მეშინოდეს ვალდესს ისეთი გამოხტომები ქონდა მიჩვეული ვართ ბარსას ქომაგები "უმეკარეობას"

13:18 | 03.08.2014
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDD

12:45 | 03.08.2014
alejandro (44439)

alcantara___
ვერ დაგეტანხმები: წინა სეზონში რაღაც წარმოუდგენელი მოხდა რეალში და მეკარეების ასეთი სახით როტაცია არ შეიძლება.
ამას როგორც ვალენსია აკეთებს ეგ შეიძლება.
რეალს არ უნდოდა ნავასის ხელიდან გაშვება,ამიტომ კასოს ან ლოპესს უნდა შელეოდა.
ჩვენი არჩევანი კი კასოს დარჩენაზე შეჩერდა.
სამივეს გუნში ყოფნა კი მაგარი სისულელე იქნებოდა და ზედმეტი ხარჯიც.

13:18 | 03.08.2014
BEERTRANCE (97819)

ზუსტადაც, 3-ვე ვერ იქნებოდა 1 გუნდში

12:45 | 03.08.2014
alcantara___ (13618)

ლოპესი რამდენი წლისაა?

12:57 | 03.08.2014
alejandro (44439)

32 წლის

12:41 | 03.08.2014
alejandro (44439)

alcantara___
ნავასის თამაშები არ გაქვს ნანახი? დაგლიჯა ლევანტეში ისეტი სეზონი ქონდა და მერე მუნდიალზე გაიგიჟა თავი!
თან 27 წლის მეკარეზე რომ ახალგაზრდაა,აბა 21 წლის შტეგენის იმედზე რანაირად არის ბარსა ახალ სეზონში??
27 წლის მუნდიალზე გმირობა ჩადენილი ნავასი ჩაისვრის რეალში და 21 წლის ტერ შტეგენი გლადბახს იქით რომ არ აქვს აქამდე გახედილი და არც არანაირი გამოცდილება ზურგს რომ არ უმგრებს, ეგ არ ჩაისვრის და გმირი გახდება?
რა ლოგიკას ეყრდნობი?

12:47 | 03.08.2014
alcantara___ (13618)

შტეგენს გარანტირებული არაფერი აქვს თან ეგ მოიყვანეს იმის გამო რომ ძალიან დიდი ხანი მეკარის პრობლემა მოხსნან და ასევე იყიდეს ბრავო რომელიც აშკარად ძლიერი მეკარეა და ერთობლივად მოხდება ამ ორი მეკარის გამოყენება: ბრავო სანამ შეძლებს თამაშს ალბათ 2-3 წელი და ამ დროში შტეგენიც გაიზრდება პროფესიონალურად და მერე ის გახდება ნომერ 1 მეკარე თუ რათქმაუნდა დაიმსახურებს

12:41 | 03.08.2014
alcantara___ (13618)

ეგ რეალის პრობლემაა და დიდად არც მაღელვებს უბრალოდ ლოგიკაში არ ჯდება ესეთი მეკარის გაშვება. რო იძახით ცოდოა ზამენისთვისო, რისთვის მოიყვანეს დაგავიწყდათ? იმ პერიოდში უნდა მდგარიყო სანამ კასილიასი არ ყავდა გუნდს ასე რომ თუ თვითონ მოითხოვდა გაშვებას მე პირადად მარტო მაგ შემთხვევაში გავუშვებდი თან ყველას დაანახა ამ კაცმა რო შეუძლია კონკურენცია გაუწიოს კასილიასს და პირიქით იკერისთვისაც კარგი იქნებოდა ამისი დარჩენა იმიტო რო ბევრად უფრო მობილიზებული იქნებოდა

13:17 | 03.08.2014
BEERTRANCE (97819)

და მოინდომებდა ლოპესი სკამზე ჯდომას?

12:37 | 03.08.2014
alejandro (44439)

alcantara___
აშკარად ნავასი ძალიან გეპატარავება თვალში...
მერე? ისედაც არის მასე რეალში: კასილიასი, 27 წლის უკვე გამოცდილი და ძალიან მაგარი კეილორ ნავასი.
ეს ორი მაღალი დონის მეკარე და მესამე მეკარე ხესუს ფერნანდესი იქნება,რომელიც ძალიან ნიჭიერია და თუ ეგ სხვაგან წავიდა,ასევე გვყვავს კიდევ უფრო იმედის მომცემი და ხესუსზე ნიჭიერი პაჩეკო.

12:32 | 03.08.2014
alejandro (44439)

alcantara___
კეილორ ნავასის ასაკი არ იცი? 22 წლის კი არ არის ახალგაზრდა მეკარეთი რომ მოიხსენიებ?
27 წლისაა და თან საკმაოდ მაღალი დონის და გამოცდილიც უკვე.

12:35 | 03.08.2014
alcantara___ (13618)

ახალგაზრდაა აბა რაარის მეკარისთვის? თან რა გამოცდილი ეგაა მოდი მითხარი ამხელა გრანდში ისეთი ვარსკვლავები დაკარგულან რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ნავასმა რო ჩაისვაროს არაა გასაკვირი თან მაგის შანსი ძალიან დიდია

13:16 | 03.08.2014
BEERTRANCE (97819)

მაგას სეზონი აჩვენებს

12:30 | 03.08.2014
alejandro (44439)

alcantara___
რა თქმა უნდა თუ კასო ტრავმას მიიღებს ნავასი ჩადგება კარში,აბა მე ხომ არ ჩავდგები?
თუ ტერ შტეგენმა ტრავმა მიიღო,კარში ვინ ჩადგება?

12:33 | 03.08.2014
alcantara___ (13618)

ხოდა მის იმედზე ხართ მერე? ბრავო ზუსტად მაგიტომ მოიყვანეს თან შტეგენს გარანტირებული არაფერი აქვს შეიძლება ბრავო იყოს პირველი მეკარე... ბარსელონას ვფიქრობ მოხსნილი აქვს მეკარის პრობლემა და კასილიასმა ტრამვა რო მიიღოს ერთი ახალგაზრდა გამოუცდელი მეკარის იმედად ხართ. რა გარანტიაა რო არ დაუშვებს საბედისწერო შეცდომებს? შენ თვითონ არ იძახი გუნდი 11 კაცი არააო? და ამხელა გრანდს 3 მეკარე მაინც უნდა ყავდეს აქედან ორი უმაღლესი დონის

12:23 | 03.08.2014
alcantara___ (13618)

ამ ტრანსფერის მიზეზს ვერ ვხედავ რატო ყიდიან? მაშინ თუ ამას აპირებდნენ აქამდე გაეშვათ და კასილიასიც არ ამოვარდებოდა ფორმიდან... ძალიან ბევრი უაზრო ტრანსფერი კეთდება უბრალოდ არ მესმის ალბათ იმიტო რო შიდა სამზარეულოებში კლუბებში ბევრად უფრო რთულადაა სიტუაცია ვიდრე ჩვენ გვგონია

12:24 | 03.08.2014
მადრიდისტა (17021)

უმარტივესია 1-2 წელი კასო იქნება გააჩნია რა ფორმაში იქნება და სამაგიეროდ მოყავთ ნავასი რომელიც 10 წელი მაინც მოხსნის მეკარის პრობლემას..ლოპეს კი ასე მარტივად ვერც სკამზე დასვავენ და ვერ მომავლის პერსპექტივა ექნება

12:26 | 03.08.2014
alcantara___ (13618)

მოიცა აბა ეხლა ესეთი სიტუაცია წარმოიდგინე კასილიასმა მიიღო ტრამვა ვთქვათ ოქტომბერში მერე რასშვრება რეალი ამ შემთხვევაში? ნავასს დააყენებს კარში?

13:15 | 03.08.2014
BEERTRANCE (97819)

აბა რისთვის ყავთ?

12:28 | 03.08.2014
მადრიდისტა (17021)

ხო 2 მეკარე რისთვის არის გუნდში

12:30 | 03.08.2014
alcantara___ (13618)

ზუსტად ეგ პრობლემა ქონდა რეალს როცა შუა სეზონში დეკემბრის ფანჯრამდე ტრამვა მიიღო იკერმა აუცილებელი გახდა მეკარის ყიდვა და მიიყვანეს ლოპესი რომელმაც მართლა სრულყოფილად შეცვალა კაპიტანი... ამ შემთხვევაში რა გარანტია გაქვთ რომ ახალგაზრდა მეკარე გაამართლებს და მის იმედზე როგორ რჩებით>?

12:34 | 03.08.2014
მადრიდისტა (17021)

და იქნებ სულ არ იმტვრევა ეს კასო ამის შანსიც ხო ისეთივეა როგორც ის რომ ნავასი ვერ გაამართლებს???

12:21 | 03.08.2014
alejandro (44439)

RioManIaa
მოდი სხვის ლეგენდებზე არ გინდა შეხება,ვინ დაბოლილია და ვინ არა მაგას ჩვენ მივხედავთ...
მიხედე მანიუს და დატკბი,ახალი ერა გეწყებათ.

12:53 | 03.08.2014
MU012FC (9145)

ნუ ნერვიულობ ალექს. არც შენ აკლებ ხოლმე ირონიულ კომენტარებს სხვა კლუბის ფეხბურთელებს და რა გემართება ახლა?

12:19 | 03.08.2014
alejandro (44439)

RioManIaa
რომერო ისედაც სკამზე ეჯდა მონაკოს. გარდა ამისა რომეროზე სანტრანსფერო უფლებები სამპდორიას ეკუთნის და მონაკოში მხოლოდ განათხოვრების წესით თამაშობდა.
როგორც ამბობენ რომერომ ბენფიკაში ატლეტიკოში გადასული აბლაკი უნდა ჩაანაცვლოს.

12:16 | 03.08.2014
alejandro (44439)

RioManIaa
არანაირი უმადურობა არ არის. უმადურობა ის იქნება სკამზე რომ იჯდეს...

12:52 | 03.08.2014
MU012FC (9145)

და სკამზე რატომ უნდა მჯდარიყო ლოპესი წინა სეზონებიდან გამომდინარე? ))
მე მომწონს ეს გადაწყვეტილება. იდგეს კასო, ბევრჯერ დაღუპავს ბალერინებს, როგორც წუხელ მანჩესტერთან

13:14 | 03.08.2014
BEERTRANCE (97819)

და კასო უნდა იჯდეს სკამზე

13:30 | 03.08.2014
MU012FC (9145)

ორი წელი რომ იჯდა დაშავდა რამე?
რომელი ჯობდა რაც ითამაშეს კასო თუ ლოპესი?

11:59 | 03.08.2014
MU012FC (9145)

ანუ რომეროს არ იტოვებს მონაკო?

რაელი მინდა მონაკოს გადაეყაროს და მატჩის გმირად ლოპესი, ანტიგმირად "დაბოლილი ლეგენდა"

13:14 | 03.08.2014
BEERTRANCE (97819)

რატოა კასო დაბოლილი ლეგენდა?

13:29 | 03.08.2014
MU012FC (9145)

უყურე მაგის ბოლო თამაშებს და გააკეთებ დასკვნას თავად

11:56 | 03.08.2014
MU012FC (9145)

ეს არის უმადურობა!

11:54 | 03.08.2014
მადრიდისტა (17021)

წარმატებები დიეგო

0.063307