ფეხბურთი

13:31 | 14.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კავანი პარიზის დატოვებას არ აპირებს

საფრანგეთის ჩემპიონ “პარი სენ ჟერმენის” ურუგვაელი ფორვარდის ედინსონ კავანის ზაფხულში გუნდიდან შესაძლო აბარგების შესახებ ბოლო პერიოდში ბევრი ითქვა და და დაიწერა. ამასთან დავავშირებით კომენტარი თავად 28 წლის ფეხბურთელმაც გააკეთა:

“არაერთხელ მითქვამს, რომ პსჟ-ს დატოვება ჩემს გეგმებში არ შედის. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ვარ დიდ გუნდში, შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს და მსურს, გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო”, - განაცხადა კავანიმ “სქაი სპორტთან” საუბარში.

სამხრეთამერიკელ ფორვარდს ბოლო დროს ტურინის “იუვენტუსთან” აკავშირებდნენ, ხოლო ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, “მანჩესტერ იუნაიტედი” მზად იყო ფეხბურთელის ტრანსფერში 80 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა როგორც ჩანს, კავანი სხვა გუნდებზე ნაკლებად ფიქრობს.

ედინსონ კავანი პარიზულ გუნდში 2013 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს. მანამდე კი გამორჩეული სამი სეზონი იტალიურ “ნაპოლიში” გაატარა.

0.114649